VIDEO: კონტეს ტოტენჰემმა ჯერარდის ასტონ ვილა გაანადგურა და ოთხეულში ადგილი დაიმკვიდრა
პრემიერ ლიგის მორიგ ტურში "ტოტენჰემი" ესტუმრა "ასტონ ვილას", რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. "ჰოტსპურის" მხრიდან ჰეტ-ტრიკი შეასრულა სონ ჰინ მინმა, ერთი ბურთიც დეიან კულუშევსკიმ გაიტანა.