ავტორიზაცია

"იტალიური ფეხბურთი ნაგავია", - კასანომ რამდენიმე მაღალი დონის სპეციალისტი გააკრიტიკა

"იტალიური ფეხბურთი ნაგავია", - კასანომ რამდენიმე მაღალი დონის სპეციალისტი გააკრიტიკა
თარიღი 10 აპრ 2022, 13:56

"რომას", "რეალის", "ინტერისა" და "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ანტონიო კასანომ იტალიური ფეხბურთი გააკრიტიკა.

"იტალიური ფეხბურთი ნაგავია. კაპელოსა და ალეგრის თამაშზე ვსაუბრობ, ესპანეთიდან კი სიმეონესი", - ამბობს ვეტერანი ფეხბურთელი Bobo TV-ის ეთერში.

"ჩვენდა საბედნიეროდ, ამ ტიპის ფეხბურთი უკვე ყველგან ინახება არქივებში. "ატალანტასა" და მანჩინის ფილოსოფიის გარდა, იტალიურმა ფეხბურთმა ევოლუცია უნდა განიცადოს".

"რა მოგვიტანა ალეგრის "იუვენტუსის" თამაშმა? ამჟამად მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განცდილ უსიამოვნებებს ვაგროვებთ - როგორც საკლუბო, ისევე სანაკრებო დონეზე", - დასძინა კასანომ.

მოგეხსენებათ, ანტონიო იტალიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან 2018 წლამდე იცავდა.