ავტორიზაცია

VIDEO: გამოძიება დაიწყო — წაგებით განრისხებულმა რონალდუმ 14 წლის აუტისტ ბიჭს ტელეფონი დაუმსხვრია

VIDEO: გამოძიება დაიწყო — წაგებით განრისხებულმა რონალდუმ 14 წლის აუტისტ ბიჭს ტელეფონი დაუმსხვრია
თარიღი 10 აპრ 2022, 14:46

პოლიციამ "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს ინციდენტზე გამოძიება დაიწყო, წერს ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი.

პრემიერ ლიგის 32-ე ტურში "ევერტონთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა "კანფეტების" გულშემატკივარს ტელეფონი დაუმსხვრია.

როგორც გაირკვა, კრიშტიანუს ქმედების შედეგად აუტიზმით დაავადებული 14 წლის ბიჭი, ჯეი ჰარდინგი დაშავდა. დედამისის თქმით, ბიჭს ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნება.

"მერსისაიდის პოლიცია ადასტურებს, რომ "ევეტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს. მომხდარის ყველა მონაწილეს დავკითხავთ", - წერია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო:

VIDEO: მანჩესტერი ოთხეულში მოხვედრას საბოლოოდ დაემშვიდობა? - იუნაიტედს ამჯერად ევერტონმა აჯობა