ავტორიზაცია

VIDEO: ურთულესი გამარჯვება - ბარსელონამ ლევანტეს სამი პენალტის მიუხედავად ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოუგო

თარიღი 11 აპრ 2022, 00:58

ლა ლიგის 31-ე ტურში „ბარსელონამ“ „ლევანტეს“ სტუმრად ურთულესი შეხვედრა მოიგო.

შეხვედრა „ესტადი სიუდად დე ვალენსიაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მასპინძლების სასარგებლოდ ამ შეხვედრაში სამი პენალტი დაინიშნა, საიდანაც „ლევანტემ“ ორი გაიტანა, ერთში კი მარტის ტერ შტეგენმა აჯობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „ბარსამ“ ძალები გამონახა და მატჩის მოგება მაინც შეძლო.

გამარჯვების გოლი 90+2 წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ლუკ დე იონგმა გაიტანა და „ბარსა“ ლა ლიგისთვის ბრძოლაში საქმეში დატოვა. 

30 ჩატარებული მატჩის შემდეგ „ბარსა“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „რეალს“ 12 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად, სხვაობა 9 ქულაა.

შემდეგ ტურში „ბარსელონა“ შინ „კადისს“ უმასპინძლებს, „რეალი“ კი სტუმრად „სევილიას’ დაუპირისპირდება.