ბარსელონამ ლევანდოვსკისთან შეთანხმებას მიაღწია, ბაიერნმა თავისი ფასი დაასახელა
„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს.
როგორც Sky Sports Deutschland-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, პოლონელი ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსასთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს და კატალონიური კლუბი ლევანდოვსკის 2-3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის თანახმადაც რობერტის ხელფასი წლიურად 35-40 მლნ ევრო იქნება გადასახადების გადახდამდე.
გუნდში ლევანდოვსკის ხილვა „ბარსას“ მთავარ მწვრთნელს ხავი ერნანდესს სურს, თავად ლევანდოვსკი „კამპ ნოუზე“ გადაბარგებას მიესალმება და ამის შესახებ „ბაიერნსაც“ შეატყობინა.
მიუნხენური კლუბი, რომელთანაც თავდამსხმელს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მლნ ევროს ითხოვს, თუმცა საფასური შესაძლოა ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვით შემცირდეს.