ავტორიზაცია

"იუვენტუსის სასკუდეტო ოცნებები ინტერმა დაამსხვრია", - ამბროზინი

"იუვენტუსის სასკუდეტო ოცნებები ინტერმა დაამსხვრია", - ამბროზინი
თარიღი 12 აპრ 2022, 15:42

"მილანის" ყოფილი ვარსკვლავი, მასიმო ამბროზინი ამტკიცებს, რომ "იუვენტუსი" არასოდეს ყოფილა ტიტულის მოპოვების ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა ეს შეიძლება შეცვლილიყო, თუ ისინი მილანის "ინტერს" დაამარცხებდნენ.

"ბიანკონერი" მოქმედ ჩემპიონებთან ორი თამაშის წინ წააგო და ამან მათ ფაქტობრივად წაართვა შანსი ებრძოლათ სერია A-ში ტიტულისთვის, თუმცა, იყვნენ ისინი ოდესმე რბოლაში?"

"მაქს ალეგრის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო და უმეტესად არასტაბილური იყო. გასული წლის ბოლოდან ყველაფერი გაუმჯობესდა და ეს დაეხმარა "იუვეს" ოთხეულში შესვლაში".

"ჩემთვის, "იუვემ" დაუშვა უფრო მეტი შეცდომა, ვიდრე სხვამ, ყველა დონეზე, როცა ფიქრობდა სკუდეტოსთვის ბრძოლაზე წელს და იმსახურებს, რომ არ იბრძოლოს ტიტულისთვის", - განაცხადა ამბროზინიმ.