ავტორიზაცია

Marca მამარდაშვილის შესახებ: "ქართველი გიგანტი ვალენსიაში საუკეთესოა"

Marca მამარდაშვილის შესახებ: "ქართველი გიგანტი ვალენსიაში საუკეთესოა"
თარიღი 12 აპრ 2022, 17:10

Marca-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის თამაში გამოარჩია:

"რაიოსთან ფრეს შემდეგ "ვალენსიამ" ლა ლიგიდან ევროტურნირებზე გასვლის შანსი დაკარგა. ახლა აღნიშნულ გუნდს მხოლოდ ესპანეთის თასის ფინალი დარჩა. თუ მოიგებს, ევროპა ლიგაზე იქნება".

"წაგების შემთხვევაში კი კიდევ ერთ სეზონს გაატარებენ უდაბნოში. შეიძლება ითქვას, რომ "ღამურებმა" მოწინააღმდეგესთან დასახულ გეგმას მიაღწიეს. ბევრი არაფერი უთამაშიათ და ტაბლოზე მაინც ფრე დააფიქსირეს".

"რაც შეეხება მამარდაშვილს, ის გუნდში საუკეთესო იყო. რომ არა ის, "მურსელაგოსი" ამ შეხვედრას წააგებდა. გიორგიმ საჯარიმოს გარედან ორი ურთულესი დარტყმა მოიგერია".

"ვალეკანოს" ფეხბურთელები გაკვირვებული დატოვა. ის კედელია, ნამდვილი ქართველი გიგანტი", - წერს Marca "ლოს ჩეს" მეკარის შესახებ, რომელიც სასტარტოში თებერვალში დაბრუნდა.