ავტორიზაცია

"ამას ადრეც ვამბობდი და მაკრიტიკებდნენ", - რონალდომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა

"ამას ადრეც ვამბობდი და მაკრიტიკებდნენ", - რონალდომ ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 12 აპრ 2022, 21:09

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ექს-ფეხბურთელმა, რონალდომ, ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი - „რეალია“, რომელსაც კარლო ანჩელოტი წვრთნის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი. რაც შეეხება ბენზემას, ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებს.

მე ამას მრავალი წლის მანძილზე ვიმეორებდი, მაგრამ იმ დროს მაკრიტიკებდნენ. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ კარიმმა ეს ჯილდო უნდა მიიღოს, რადგან ბრწყინვალე ფორვარდია.“ - აღნიშნა რონალდომ.

მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე კარიმს 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ფრანგი ფეხბურთელებისთვის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.