ავტორიზაცია

"ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ, არანაირ თამაშს", - ვილიარეალის ნახევარმცველი ბაიერნთან მატჩის წინ

"ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ, არანაირ თამაშს", - ვილიარეალის ნახევარმცველი ბაიერნთან მატჩის წინ
თარიღი 12 აპრ 2022, 21:17

„ვილიარეალის“ ფრანგმა ნახევარმცველმა, ეტიენ კაპუმ აღიარა, რომ ფეხბურთს არ უყურებს.

„ის ფაქტი, რომ ფეხბურთს საერთოდ არ ვუყურებ, მეხმარება ბალანსის შენარჩუნებასა და უფრო დიდი თავისუფლებით თამაშში. 

თამაშების ყურება მე არასდროს არ მიზიდავდა, ასე იყო ყოველთვის. სიამოვნებას ვიღებ, როცა მატჩის ან ვარჯიშის შემდეგ სრულად ვითიშები, არანაირ თამაშს არ ვუყურებ.“ - აღნიშნა ფეხბურთელმა.

დღეს კაპუს და „ვილიარეალს“ დიდი გამოცდა ელით - ისინი „ალიანც არენაზე“ მიუნხენის „ბაიერნს“ მას შემდეგ ეწვევიან, რაც შინ სენსაციურად 1:0 იმარჯვეს.