VIDEO: უდიდესი სენსაცია ალიანც არენაზე - ბაიერნმა ვილიარეალს ვერ მოუგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში „ვილიარეალს“ ვერ მოუგო და ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.
„ალიანც არენაზე“ გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და „ვილიარეალი“ ტურნირის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში 2:1 მოგებით გავიდა.
52-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნი“ წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 88-ზე ჩუკვუეზემ მორენოს პასით მოახერხა ტაბლოზე წონასწორობის აღდგენა და თავის გუნდს სენსაციურად მოუტანა ნახევარფინალის საგზური.
„ბაიერნი“ კი - ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ჩემპიონთა ლიგას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.