ავტორიზაცია

ნაგელსმანი: "ბაიერნმა ბოლო თვეების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა"

ნაგელსმანი: "ბაიერნმა ბოლო თვეების ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა"
თარიღი 13 აპრ 2022, 11:14

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალთან" გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მიუნხენელები ორი მატჩის ჯამში დამარცხდნენ (0:1, 1:1) და ტურნირს 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშნენ.

"პირველი შეხვედრა აღმოჩნდა გადამწყვეტი. სწორედ მაშინ წავაგეთ დაპირისპირება", - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"პირველ მატჩში კარგად ვერ ვიასპარეზეთ, დღეს კი ძალიან კარგები ვიყავით. თუ ტაქტიკასა და ინტენსივობაზე ვილაპარაკებთ, ბოლო თვეებში ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო".

"პირველ ნახევარში მუსიალას ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა. მეორეში მიულერს ანგარიში 2:0 უნდა გაეხადა. 100%-იანი მომენტი იყო, მსგავსი რამ ხშირად არ ხდება".

"მეტოქე ძალიან დისციპლინირებულად და ღრმად იცავდა თავს. და იმ მომენტში, როცა ჩვენს კარამდე მოაღწია, არეულები ვიყავით", - დასძინა ნაგელსმანმა.