ავტორიზაცია

ემერი: "ბაიერნმა ერთადერთი შეცდომა დაუშვა - საქმე ბოლომდე არ მიიყვანა"

ემერი: "ბაიერნმა ერთადერთი შეცდომა დაუშვა - საქმე ბოლომდე არ მიიყვანა"
თარიღი 13 აპრ 2022, 11:46

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

მოგეხსენებათ, ორი მატჩის ჯამში ესპანურმა კლუბმა იმარჯვა (1:0, 1:1) და 1/2 ფინალში გავიდა.

მეორე 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ანგარიში 88-ე წუთზე ნახევარმცველ სამუელ ჩუკვეზეს ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

"88-ე წუთამდე ბევრჯერ შევცდით. მათ კი მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვეს - საქმე ბოლომდე არ მიიყვანა".

"ამის გამო დაისაჯნენ, რაც ჩვენი დამსახურებაა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.