ავტორიზაცია

ხერარდ მორენო: "ვიცოდით, რომ ბაიერნის ბარიერის დაძლევა შეგვეძლო"

ხერარდ მორენო: "ვიცოდით, რომ ბაიერნის ბარიერის დაძლევა შეგვეძლო"
თარიღი 13 აპრ 2022, 12:12

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ხერარდ მორენომ "ბაიერნთან" გამართული დაპირისპირების შედეგი შეაჯამა.

მოგეხსენებათ, ესპანურმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში იმარჯვა (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

"ბედნიერები ვართ. ვიცოდით, რომ "ბაიერნის" ბარიერის დაძლევა შეგვეძლო. ჩვენს გუნდს საკუთარი თავის სჯერა და ამის წყალობით მთების გადადგმა შეუძლია".

"პირველ მატჩში შეცდომა დავუშვით - საქმე ბოლომდე არ მივიყვანეთ. მაგრამ ამან მოტივაცია შეგვმატა და დღეს გავიტანეთ გოლი, რომელმაც მომდევნო რაუნდში გაგვიყვანა".

"უდიდეს წარმატებას მივაღწიეთ. დიდ კლუბებთან ვიბრძოლეთ და ნახევარფინალში დიდი იმედით გავდივართ. ეს დავიმსახურეთ".

"ძალიან რთული იქნება, ვინც არ უნდა შეგვხვდეს. მაგრამ დღეს მიღწეული წარმატებით ვაპირებთ სიამოვნების მიღებას", - ციტირებს მორენოს სიტყვებს Marca.