ავტორიზაცია

"მოთხოვნებს გვიწესებს არა რეალი, არამედ ჩვენი კლუბის ისტორია", - ხავი

"მოთხოვნებს გვიწესებს არა რეალი, არამედ ჩვენი კლუბის ისტორია", - ხავი
თარიღი 13 აპრ 2022, 16:53

ხავიმ ევროპის ლიგაზე "ბარსელონას" "აინტრახტთან" მატჩის წინ ისაუბრა: "ბარსას" ისტორია და არა მადრიდის "რეალი" გვიწერს მოთხოვნებს. 40 წლის წინ, იოჰან კრუიფი მოვიდა".

"დაადგინა სტანდარტი, მოგება ლამაზად თამაშით. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით. ეს მოთხოვნები კატალონიაშია. არ ვიცი, როგორ არის მადრიდში".

"არასდროს მიცხოვრია და არ ვიცნობ მათ გამორჩეულ თვისებებს. ეს "ბარსაა". კარგი თამაშით უნდა მოვიგოთ. 1:0 საკმარისი არ არის. კარგად უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ".

"ეს ბარსაა, ჩვენ ყველაფერში სრულყოფილები უნდა ვიყოთ. ამიტომ, ეს კლუბი ყველაზე მომთხოვნია. არაფერი შეედრება მას. მსგავსი კლუბი მსოფლიოში არ არსებობს", - განაცხადა ხავიმ.