ავტორიზაცია

ვინ არის ფავორიტი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში და სად სურს გადასვლა თავად ფეხბურთელს?

ვინ არის ფავორიტი მილინკოვიჩ-სავიჩისთვის ბრძოლაში და სად სურს გადასვლა თავად ფეხბურთელს?
თარიღი 13 აპრ 2022, 17:12

Il Messaggero-ს ცნობით, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ტურინის "იუვენტუსს" აირჩევს. მიზეზი ის არის, რომ მას სურს დაუახლოვდეს ძმას, ვანიას, რომელიც "ტორინოში" თამაშობს.

ისევე როგორც თანამემამულე, დუშან ვლაჰოვიჩი. გავრცელებული ინფორმაციით, "იუვენტუსი" მზად არის 45 მილიონი ევროს შეთავაზებისთვის და პლიუს სამი მოთამაშე:

ნიკოლო როველა, ლუკა პელეგრინი და დანიელე რუგანი, თუმცა, "ლაციო" ამჯობინებს ფეხბურთელის " მანჩესტერ იუნაიტედში" ან "პსჟ"-ში გაყიდვას, რომლებიც ამ შემთხვევაში ფავორიტებად დარჩებიან.

ნასერ ალ-ხელაიფი და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ ნახევარმცველის საფრანგეთის დედაქალაქში ხანმოკლე ყოფნის დროს. ლეონარდო ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია