ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი სპექტაკლი ენფილდზე - ლივერპულმა და ბენფიკამ საფეხბურთო შოუ დადგეს, კლოპის გუნდი ნახევარფინალშია

VIDEO: უხვგოლიანი სპექტაკლი ენფილდზე - ლივერპულმა და ბენფიკამ საფეხბურთო შოუ დადგეს, კლოპის გუნდი ნახევარფინალშია
თარიღი 14 აპრ 2022, 01:07

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალში „ლივერპულმა“ და „ბენფიკამ“ უხვგოლიანი თრილერი მოაწყვეს.

შეხვედრა „ენფილდზე“ გაიმართა და ფრედ, 3:3 დასრულდა, რის შედეგადაც მერსისაიდულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

„ლივერპულის“ რიგებში გოლები კონატემ და ფირმინომ (2) გაიტანეს, „ბენფიკაში“ კი თავი რამოსმა, იარემჩუკმა და დარვინ ნუნიესმა გამოიჩინეს.

ამრიგად, კლოპის გუნდი ნახევარფინალშია, სადაც მისი გუნდი არა მოლოდინისამებრ „ბაიერნი“, არამედ სენსაციური „ვილიარეალი“ იქნება.