ავტორიზაცია

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - როდის გაიმართება მატჩები?

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია - როდის გაიმართება მატჩები?
თარიღი 14 აპრ 2022, 01:10

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ოთხი გუნდი დარჩა.

ამ სეზონში „ყურებიანი“ თასი ან ესპანეთში წავა, ან ინგლისში, სხვა ვარიანტი აღარ დარჩა, რადგან ტურნირზე მხოლოდ ამ ქვეყნების წარმომადგენლებიღა დარჩნენ.

ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა „სიტიმ“, „ლივერპულმა“, „რეალმა“ და „ვილიარეალმა“ შეძლეს.

შედეგად, შემდეგი წყვილები მივიღეთ: 

„სიტი“ – „რეალი“

„ლივერპული“ – „ვილიარეალი“.

პირველი ნახევარფინალური მატჩები 26-27 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 3-4 მაისს.