ისტორიაში მერამდენედ გავიდა სიტი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში?

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში მესამედ ითამაშებს.
„ქალაქელებმა“ ტურნირის მეოთხედფინალში „ატლეტიკოს“ ორი მატჩის ჯამში 1:0 მოუგეს და შემდეგ ეტაპზე „რეალს“ დაუპირისპირდებიან.
„მან სიტიმ“ ლიგის ½-ფინალში გასვლა ზედიზედ მეორედ მოახერხა - შარშან გუნდმა ამ ეტაპზე „პსჟ-ს“ მოუგო, ფინალში კი „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ლიგის ნახევარფინალში ისტორიაში პირველად კი „სიტი“ 2015/16-სეზონში გავიდა, სადაც მადრიდის „რეალთან“ ორი მატჩის ჯამში 0:1 წააგო.