ავტორიზაცია

"ვინ იქნება ვალენსიას მეკარე ფინალში? მამარდაშვილმა დებატებს წერტილი დაუსვა", - ესპანური პრესა

"ვინ იქნება ვალენსიას მეკარე ფინალში? მამარდაშვილმა დებატებს წერტილი დაუსვა", - ესპანური პრესა
თარიღი 14 აპრ 2022, 12:29

Plaza Deportiva-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მორიგი სტატია მიუძღვნა. ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ კოპა დელ რეის ფინალში "ღამურების" კარში სწორედ ქართველი იდგება.

"მამარდაშვილი კოპა დელ რეის ფინალთან დაკავშირებით დებატებს წერტილს უსვამს. მან ისარგებლა სილესენის არყოფნით და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა, მისი ფორმა კი საუკეთესო არგუმენტია ყველა შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, სეზონის უმთავრეს მატჩთან დაკავშირებით, რომელიც 23 აპრილს ჩატარდება".

"გიორგი ნამდვილი აღმოჩენა გახდა სეზონის დასაწყისში, თუმცა  შემდეგ "რეალსა" და "სევილიასთან" შეცდომების გამო, ადგილი იასპერსა და დომენეკს დაუთმო, მაგრამ ესპანეთის თასის 1/2 საპასუხო მატჩის წინ, ის ვითარება განმეორდა, რომელიც სეზონის დასაწყისში იყო".

"ნიდერლანდელი მეკარე კი გამოჯანმრთელდა, თუმცა კონკურენტის თამაშის დონის შემხედვარე, ბორდალასმა ცვლილებებს ვეღარ მიმართა. თავის მხრივ ქართველმაც ბრწყინვალედ ითამაშა "რაიოს" წინააღმდეგ", - წერს Plaza Deportiva