წასვლა გარდაუვალია?! მბაპემ პსჟ-ს მაისურის ახალი სპონსორის პრეზენტაცია გამოტოვა
შემდეგი სეზონიდან „პსჟ-ს“ კიდევ ერთი სპონსორი ეყოლება.
პარიზული გუნდის მაისურს ტანსაცმლის კომპანია GOAT-ის წარწერა დაამშვენებს და სწორედ ამ ახალი ფორმების პრეზენტაცია შედგა დღეს „პსჟ-ს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს გუნდის ვარსკვლავებმა: ნეიმარმა, მესიმ, კიმპემბემ, ვერატიმ და ჰაკიმიმ.
ყველას ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ახალი სპონსორის პრეზენტაციაში მონაწილეობა არ მიიღო კილიან მბაპემ, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს მის პარიზულ მომავალთან დაკავშირებით.
ფრნაგული გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, მბაპეს მიერ პრეზენტაციის გამოტოვება მართლაც მის გაურკვეველ მომავალს უკავშირდება - მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ფრანგს გუნდთან კონტრაქტი ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.
ფეხბურთელისთვის ორი ვარიანტი არსებობს: ის ან „პსჟ-ში“ დარჩება, ან მადრიდის „რეალში“ გადაბარგდება.