ავტორიზაცია

სტივენ ჯერარდმა ყველა დროის საუკეთესო და პრემიერ ლიგის უძლიერესი ფეხბურთელები დაასახელა

სტივენ ჯერარდმა ყველა დროის საუკეთესო და პრემიერ ლიგის უძლიერესი ფეხბურთელები დაასახელა
თარიღი 14 აპრ 2022, 22:24

სტივენ ჯერარდმა გარი ნევილის შეკითხვებს უპასუხა.

„ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელი შოუ The Overlap-ის მონაწილე იყო, რომელზეც შეკითხვებზე პასუხის გაცემა სწრაფად არის საჭირო.

ფერნანდო ტორესი თუ ლუის სუარესი?

სუარესი

საყვარელი სტადიონი გასვლითი მატჩებისთვის?

„უაიტ ჰარტ ლეინი“

ბავშვობის კუმირი?

ჯონ ბარნსი

პრემიერ ლიგის მოქმედი ფეხბურთელი, ვისთან თამაშსაც ისურვებდი? 

მო სალაჰი, ბრუნო ფერნანდეში, კევინ დე ბრუინი და ვირჯილ ვან დეიკი.

ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

ლეო მესი

პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?

ტიერი ანრი.