ავტორიზაცია

ზაფხულში ერიქსენი შესაძლოა კვლავ ახალ გუნდში აღმოჩნდეს

ზაფხულში ერიქსენი შესაძლოა კვლავ ახალ გუნდში აღმოჩნდეს
თარიღი 14 აპრ 2022, 22:55

გულის შეტევის შემდეგ ფეხბურთში წარმატებით დაბრუნებული ერიქსენი შესაძლოა ახალ გუნდში გადავიდეს.

The North Echo-ს ინფორმაციით, დანიელი ნახევარმცველით „ნიუკასლი“ ინტერესდება, რომელიც მზადაა 30 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში შესთავაზოს.

ერიქსენი ამჟამად „ბრენტფორდის“ ღირსებას იცავს, რომელშიც ზამთარში გადავიდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

„ნიუკასლი“ ცდილობს, ფეხბურთელი თავისთან მაღალი ხელფასის შეთავაზებით მიიზიდოს.

თუმცა, „კაჭკაჭები“ ერიქსენის ერთადერთი მსურველები არ არიან - მისით „ტოტენჰემი“, „ევერტონი“ და „ვესტ ჰემიც“ ინტერესდებიან.