ავტორიზაცია

VIDEO: სენსაცია კამპ ნოუზე - ბარსელონა აინტრახტთან დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა

თარიღი 15 აპრ 2022, 00:57

ევროპა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „ბარსელონა“ შინ „აინტრახტთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა, რის დამსახურებითაც გერმანელები ორი მატჩის ჯამში (4:3) მოგებით ნახევარფინალში გავიდნენ, „ბარსა“ კი ტურნირს სენსაციურად გამოეთიშა.

წყვილის აუთსაიდერი ახლოს იყო მატჩის 3:0 მოგებასთანაც, თუმცა თამაშის მიწურულს სერხიო ბუსკეტსმა ერთი ბურთი გაქვითა და „ბარსა" თამაშში დააბრუნა. 90+9 დამატებულ წუთზე მემფის დეპაიმ პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა კატალონიელებმა მეტი ვეღარაფერი მოასწრეს და მაინც დამარცხდნენ.

ამრიგად, „ბარსელონას“ ამ სეზონში სათამაშო მხოლოდ ერთი ტურნირი დარჩა - ლა ლიგა.