ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რატომ შეცვალეს პედრი გუშინდელი მატჩის შესვენებაზე

გაირკვა, თუ რატომ შეცვალეს პედრი გუშინდელი მატჩის შესვენებაზე
თარიღი 15 აპრ 2022, 10:18

მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ევროპა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ მატჩში "აინტრახტს" უმასპინძლა და მოულოდნელად დამარცხდა - 2:3.

როგორც კატალონიური გრანდის პრესსამსახური იტყობინება, გუშინდელ შეხვედრაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ნახევარმცველი, პედრი დაშავდა.

19 წლის ესპანელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პედრის ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება აღენიშნება და შესაბამის ტესტებს გაივლის, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.