ავტორიზაცია

პაპუ გომესი: "ვიმედოვნებ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის უკანასკნელი არ იქნება"

პაპუ გომესი: "ვიმედოვნებ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მესისთვის უკანასკნელი არ იქნება"
თარიღი 15 აპრ 2022, 15:35

"სევილიასა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, პაპუ გომესმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ლიონელ მესისთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

– როგორც ჩანს, უახლოესი მუნდიალი მესისთვის უკანასკნელი იქნება

"ვიმედოვნებ, არა. იმედი მაქვს, მესი იქამდე ითამაშებს, სანამ სიამოვნებას მიიღებს", - ციტირებს პაპუს სიტყვებს Marca.

"უფალს უნდა, რომ არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზოს, მესი ნაკრების მაისურით თავს კომფორტულად გრძნობდეს და ყველა არგენტინელის გახარება განაგრძოს".

"დაე, გააკეთოს ის, რაც უნდა, რაც მოსწონს და რაც ბედნიერს ხდის", - დასძინა 34 წლის შემტევმა.