ავტორიზაცია

ბაიერნმა ზულეს შემცვლელს იტალიის ჩემპიონატში მიაგნო

ბაიერნმა ზულეს შემცვლელს იტალიის ჩემპიონატში მიაგნო
თარიღი 15 აპრ 2022, 18:54

"ბაიერნი" "ტორინოს" მცველ გლეისონ ბრემერისთვის ბრძოლაში ჩაერთო, წერს La Gazzetta dello Sport-ი.

მიუნხენური გრანდი ბრემერში ნიკლას ზულეს შემცვლელს ხედავს, რომელიც ზაფხულში "დორტმუნდს" მიაშურებს.

ტურინულ კლუბს 25 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონი ევროს მიღება სურს.

მიმდინარე სეზონში ბრემერმა იტალიის ჩემპიონატში 29 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.

ბრაზილიელი "ტორინოში" 2018 წელს "ატლეტიკო მინეიროდან" 6 მილიონად გადავიდა და მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლამდეა გათვლილი.