ავტორიზაცია

ხავი: "ამ წაგებას კრახად არ აღვიქვამ, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი - ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა"

ხავი: "ამ წაგებას კრახად არ აღვიქვამ, ახლა ჩვენი მთავარი მიზანი - ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა"
თარიღი 15 აპრ 2022, 22:38

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ერნანდესმა „აინტრახტთან“ გავარდნა შეაფასა.

„გმირობა დაგვაკლდა. წავაგეთ, მაგრამ ბოლო წუთებში სხვაობის ერთ ბურთამდე დაყვანა შევძელით. 

საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ, ვერ ვხვდებოდით, როგორ უნდა შეგვეტია ისე, როგორც საჭიროა. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ევროტურნირებზე ასეთი შეცდომები ძვირი ჯდება. ახლა ჩემპიონატზე გადავიტანთ ყურადღებას.

წარმატების მიღწევას ვცდილობდით, მაგრამ ამას კრახად არ აღვიქვამთ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ახლა ჩვენი მიზანი - ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.“ - აღნიშნა ხავიმ.