ავტორიზაცია

რა აჩუქა დევიდ ბექჰემმა თავის შვილს ქორწილში?

რა აჩუქა დევიდ ბექჰემმა თავის შვილს ქორწილში?
თარიღი 15 აპრ 2022, 22:41

დევიდ ბექჰემმა საკუთარ შვილს ქორწილში უდიდესი საჩუქარი გაუკეთა.

23 წლის ბრუკლინ ბექჰემმა ახლახანს ამერიკელი მსახიობი და მოდელი ნიკოლ პელტცი შეირთო ცოლად, რომელმაც ფილმ „ტრანსფორმერებშიც“ მიიღო მონაწილეობა.

„მან იუნაიტედის“ და „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა თავის შვილს ქორწილში კლასიკური სპორტქარის, Jaguar XK140-ს გათანამედროვებული ვერსია აჩუქა. 

ავტომობილში ორიგინალი ძრავა ელექტროზეა გადაკეთებული, ასეთი მანქანა ამჟამად 500 ათას დოლარად ფასდება.