ავტორიზაცია

"მამარდაშვილს შრომა და თავმდაბლობა დაუფასდა", - ესპანური პრესა გიორგის წარმატების შესახებ

"მამარდაშვილს შრომა და თავმდაბლობა დაუფასდა", - ესპანური პრესა გიორგის წარმატების შესახებ
თარიღი 16 აპრ 2022, 11:54

გამოცემა Deportevalnciano წერს იმის შესახებ, თუ როგორ გახდა გიორგი მამარდაშვილი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში "ვალენსიას" სასტარტო შემადგენლობის მეკარე:

"მამარდაშვილის "ვალენსიაში" ჩასვლას დიდი ხმაური არ გამოუწვევია და ის პუბლიკისთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა წინასასეზონო ეტაპზე, ბორდალასის გაოცება მაინც მოახერხა".

"გიორგისთვის მარტივი არ ყოფილა ის, რომ საწყისი შეხვედრების შემდეგ, სასტარტოში ადგილი დაკარგა და არც ის, რომ თავის გამოჩენის საშუალება კოპა დელ რეის მატჩებშიც არ მიეცა".

"მან მუშაობა განაგრძო, ისწავლა თავმდაბლობა რა არის და ამის გამო დაჯილდოვდა კიდეც. ქართველ გოლკიპერს ბრწყინვალე რეფლექსები აქვს და გამოსვლებზე ის შესანიშნავად თამაშობს".

"ღამურების" კარის დარაჯი არის მეკარე, რომელიც ბურთებს კარგი ინსტინქტების წყალობით იგერიებს და ამას თავდაჯერებული აკეთებს. მისი სიმაღლე და ფაქტორი ფორვარდებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის", - წერს ესპანური გამოცემა.