ავტორიზაცია

ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი შეარჩია – Daily Mail

ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი შეარჩია – Daily Mail
თარიღი 16 აპრ 2022, 18:59

ერიკ ტენ ჰაგი, რომელიც მომავალ ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაუდგება სათავეში, "ტოტენჰემის" გარემარბ სტევენ ბერგვაინით ინტერესდება.

"აიაქსის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს მანიკუნიანელთა რიგებში ჰოლანდიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელის ხილვა სურს.

როგორც ცნობილი ბრიტანული გაზეთი Daily Mail-ი წერს, ტენ ჰაგს ბერგვაინის გადაბირება ჯერ კიდევ იანვარში უნდოდა - ამსტერდამულ კლუბში, თუმცა "ტოტენჰემმა" ტრანსფერი დაბლოკა.

ახლა კი, როცა ბერგვაინი დეიან კულუშევსკისთან კონკურენციაში მარცხდება, შესაძლოა დაახლოებით 20 მილიონ ფუნტად გაყიდონ.

"დეზების" შემტევს თვალყურს გერმანული და ფრანგული კლუბებიც ადევნებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტენ ჰაგი "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ტჩუამენისადმიც იჩენს ყურადღებას.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 28 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.