ავტორიზაცია

VIDEO: ცეცხლოვანი კრიშტიანუ – მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდზე ნორვიჩი რონალდუს ჰეთ-თრიქით დაამარცხა

თარიღი 16 აპრ 2022, 19:55

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" შინაურ კედლებში "ნორვიჩს" უმასპინძლა.

"ოლდ ტრაფორდზე" გამართული დაპირისპირება "ეშმაკუნების" გამარჯვებით დასრულდა - 3:2.

შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, რასაც 32-ე წუთზე მისი მეორე გოლიც მოჰყვა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ პირველ წუთზე სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს - თავი კირან დოუელმა გამოიჩინა.

52-ე წუთზე "ნორვიჩმა" წონასწორობაც აღადგინა - "ემიუს" კარი ტეემუ პუკიმ აიღო.

რა გასაკვირია, "იუნაიტედს" გადამრჩენლად რონალდუ მოევლინა, რომელმაც 76-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა შეაგდო, ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს სამი ქულაც მოუტანა.

პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში რალფ რანგნიკის შეგირდები ამ გამარჯვების შემდეგ 54 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო "ნორვიჩი" 21 ქულით ბოლო, მე-20 პოზიციაზეა.