ავტორიზაცია

VIDEO: ზედიზედ მე-3 მარცხი – არსენალმა სტუმრად საუთჰემპტონთან წააგო და უკვე ხუთეულს მიღმაა

თარიღი 16 აპრ 2022, 20:10

ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, ლონდონის "არსენალი" "საუთჰემპტონს" ეწვია და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

აღნიშნული დაპირისპირება "წმინდანებმა" 1:0 მოიგეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე გავიდა - "მეთოფეთა" კარი იან ბედნარეკმა აიღო.

მიკელ არტეტას შეგირდებმა ზედიზედ მესამე მარცხი იწვნიეს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მათი პოზიციები სერიოზულად შეირყა.

"არსენალი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 54-ე ქულით მე-6 პოზიციაზეა, ხოლო "საუთჰემპტონი" 39 ქულით მე-12 ადგილს იკავებს.