ავტორიზაცია

"მოკლედ ვიტყვი", - აიაქსის დირექტორი ერიკ ტენ ჰაგის მომავალზე ალაპარაკდა

"მოკლედ ვიტყვი", - აიაქსის დირექტორი ერიკ ტენ ჰაგის მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 17 აპრ 2022, 21:50

„აიაქსის“ ტექნიკურმა დირექტორმა, ჯერი ჰამსტრამ აღნიშნა, რომ გუნდს ერიკ ტენ ჰაგის შენარჩუნება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიდერლანდელი მწვრთნელი „მან იუნაიტედში“ დანიშვნასთან ახლოსაა.

„მოკლედ ვიტყვი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ტენ ჰაგის შესანარჩუნებლად. ახალი კონტრაქტი? შევთავაზეთ. მეტი ფული? შევთავაზეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ დეტალებში ჩაძიებას არ დავიწყებ.

ერიკს თავად შეუძლია საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიღება, ის საკმარისად ზრდასრული და ჭკვიანია ამისთვის.

ჩვენ გვაქვს ორი სცენარი და იმედი გვაქვს, რომ ის დარჩება. ლოგიკურია, რომ მის მიმაღთ ინტერესი არსებობს. თუ ის არ დარჩა, მაშინ მეორე სცენარისთვის ბოლომდე მზად უნდა ვიყოთ.“ - აღნშიშნა ჰამსტრამ.