ავტორიზაცია

VIDEO: ოქროს ბურთი კიდევ უფრო მოახლოვდა - რეალმა სევილიასთან მატჩი 0:2-დან შემოატრიალა და ისევ ბენზემას გოლით მოიგო

თარიღი 18 აპრ 2022, 01:05

ლა ლიგის 32-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „სევილია“ დაამარცხა.

შეხვედრა სტადიონ „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გაიმართა და მადრიდელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

პირველი ტაიმი „სევილიამ“ რაკიტიჩის (21’) და ლამელას (25’) გოლებით 2:0 მოიგო და „რეალის“ მდგომარეობა უკიდურესად გაართულა.

თუმცა, მეორე ნახევრის სტარტზევე, ცვლილებაზე შემოსულმა როდრიგომ ერთი ბურთი გაქვითა და „რეალი“ თამაშში დააბრუნა. 

76-ე წუთზე ანგარიში ვინისიუსმა გაათანაბრა, თუმცა გოლი საეჭვო თამაშის წესის დარღვევის გამო გაუქმდა. მიუხედავად ამისა, „რეალი“ არ მოეშვა და 83-ზე ნაჩომ წონასწორობა მაინც აღადგინა.

გამარჯვების გოლის ავტორის დაწერა კი, უკვე რუტინას ჰგავს - 90+2 წუთზე კარიმ ბენზემამ თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა და ლა ლიგის მოგებისკენ უდიდესი ნაბიჯი გადაადგმევინა.