ავტორიზაცია

VIDEO: პარი სენ-ჟერმენმა ფრანგულ კლასიკში მარსელს მოუგო და ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა

თარიღი 18 აპრ 2022, 01:13

ლიგა 1-ს 32-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ ფრანგულ „კლასიკში“ „მარსელს“ მოუგო.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა - ნეიმარმა ანგარიში გახსნა, კალეტა კარმა გაათანაბრა, გამარჯვება კი პარიზელებს კილიან მბაპემ მოუტანა, რომელმაც ტაიმის მიწურულს პენალტი ზუსტად შეასრულა.

„პსჟ-მ“ 74 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 16 ქულით გადაუსწრო.