ავტორიზაცია

"არა მგონია, მზად იყოს იმისათვის, რაც მანჩესტერში ელოდება", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი ტენ ჰაგს აფრთხილებს

"არა მგონია, მზად იყოს იმისათვის, რაც მანჩესტერში ელოდება", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელი ტენ ჰაგს აფრთხილებს
თარიღი 18 აპრ 2022, 14:20

"ლივერპულის" ექს-ნახევარმცველმა, გრემ სუნესმა ერიკ ტენ ჰაგი გააფრთხილა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" დანიშვნასთან არის ახლოს.

"თუ "აიაქსს" წვრთნი, მაშინ, როგორც წესი, ჰოლანდიის უძლიერესი გუნდი გყავს. მაგრამ ფეხბურთელებისგან მაინც მაქსიმუმი უნდა მიიღო, მოძებნო გზა, რათა ფეხბურთით სიამოვნება მიიღონ. ცხადია, ერიკ ტენ ჰაგი ნიჭიერია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მზადაა იმისათვის, რაც "ემიუში" ელოდება".

"მოდით, არ დაგვავიწყდეს, ლუი ვან გაალი "მანჩესტერამდე" "ბარსელონასა" და "ბაიერნში" მუშაობდა, ჟოზე მოურინიო - "რეალში", "ინტერში", "ჩელსიში". ტენ ჰაგი კატასტროფის ეპიცენტრისკენ დგამს ნაბიჯს. საფეხბურთო მოედანზე "ემიუ" ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ნამდვილი კოშმარია".

"კლუბმა უბრალოდ საშინელი გადაწყვეტილებები მიიღო. არცერთი არ იყო საფეხბურთო ადამიანი, ვინც იქ მივიდა. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ვერცერთ ტრანსფერს ვერ ვუწოდებთ უპირობოდ წარმატებულს".

"ბრუნო ფერნანდეშია ამ კატეგორიასთან ყველაზე ახლოს, მაგრამ ერთი კარგი სეზონი ჰქონდა და ერთიც საშუალო. იმისათვის, რათა ტოპ ფეხბურთელად იქცეს, თანაგუნდელების მიმართ არსებული გაღიზიანებადობა უნდა მოიშოროს", - ციტირებს სუნესის სიტყვებს The Times-ი.