ავტორიზაცია

VIDEO: ხვიჩა შოუ ეროვნულ ლიგაში! კვარაცხელიას ბრწყინვალე გასროლა, დუბლი და ასისტი გარე ტერფით

თარიღი 18 აპრ 2022, 21:52

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი სეზონიდან „აიაქსის“ ჰოლანდიელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და უახლოეს პერიოდში, კონტრაქტი ოფიციალურადაც გაფორმდება.

ერთადერთი რაც დარჩა - იმის შეთანხმებაა, თუ როგორ გადაუხდის „მანჩესტერი“ „აიაქსს“ კონტრაქტის გამოსყიდვისთვის საჭირო 2 მილიონ ევროს. 

სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაადასტურებს „იუნაიტედი“ მთავარ მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნას, თუმცა როგორც რომანო ამბობს, ეს არც დღეს მოხდება და არც ხვალ.