რაგნიკი: "დამთხვევა სულაც არ არის, რომ კლოპის გუნდში 6-7 ჩემი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს"
რალფ რანგნიკი ფიქრობს, რომ მისი საფეხბურთო იდეები იურგენ კლოპისას ჰგავს.
„იურგენმა ეს გუნდი ექვსნახევარ წელიწადში ააშენა. 6-7 მისი ფეხბურთელი ადრე ჩემ გუნდშ თამაშობდა. ჩვენ მათ საკუთარ გუნდებში ვიმატებდით მაშინ, როცა არავინ იცნობდა.
არც არის გასაკვირი, რომ „ლივერპულს“, ალბათ, ყველაზე მეტი ჩვენი ფეხბურთელი ჰყავს შემადგენლობაში. მათი მიდგომა, მათი ფეხბურთის სტილი და ის, თუ როგორ სურთ მათ თამაში, ძალიან ჰგავს იმ გუნდებისას, რომლებშიც რანგნიკი მუშაობდა.
არ ვლაპარაკობ იმაზე, თუ რამხელა გავლენა მოვახდინე ამ ფეხბურთელებზე, საუბარი მსგავს საფეხბურთო იდეებზეა. მე და იურგენი დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და ვიცი, როგორ სურს მას თამაში, სულაც არ არის შემთხვევითობა, რომ მის გუნდში ჩემი ექს-შეგირდი თამაშობს.“ - აღნიშნა „მან იუნაიტედის“ მწვრთნელმა.
სხვადასხვა გუნდებში რანგნიკის მიერ გაწვრთნილ გუნდებში სადიო მანე, რობერტო ფირმინო, ჟოელ მატიპი, იბრაჰიმა კონატე, ნაბი კეიტა და ტაკუმი მინამინო თამაშობდნენ.
რან