ავტორიზაცია

BREAKING: რონალდუმ დაადასტურა, რომ მისი შვილი დაბადებამდე გარდაიცვალა

BREAKING: რონალდუმ დაადასტურა, რომ მისი შვილი დაბადებამდე გარდაიცვალა
თარიღი 18 აპრ 2022, 22:28

კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მისი შვილი დაბადებამდე გარდაიცვალა.

პორტუგალიელი ფეხბურთელი და მისი მეწყვილე ჯორჯინა როდრიგესი ტყუპებს ელოდნენ, გოგოს და ბიჭს. რონალდუს თქმით, ბიჭი გარდაიცვალა.

„უდიდესი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი ბიჭუნა გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც მშობელმა შეიძლება იგრძნოს. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება თუ შეგვიმსუბუქებს ტკივილს და სიხარულს მოგვგვრის.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექიმებს და ექთნებს მათი მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. ამ დანაკარგით გულნატკენები ვართ და ამ რთულ პერიოდში პრივატულობას ვითხოვთ. ჩვენი ბიჭუნა, შენ მუდამ ჩვენი ანგელოზი იქნები და სულ გვეყვარები.“ - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.