ავტორიზაცია

ოფიციალურად: უეინ რუნის გუნდი ჩემპიონშიფიდან გავარდა

ოფიციალურად: უეინ რუნის გუნდი ჩემპიონშიფიდან გავარდა
თარიღი 19 აპრ 2022, 00:01

ჩემპიონშიპის 43-ე ტურში „ქპრ-მა“ საკუთარ კედლებში „დერბის“ 1:0 მოუგო.

შესაბამისად, „მან იუნაიტედის“ ექს-ფორვარდის, უეინ რუნის გუნდმა, დერბი ქაუნტიმ ოფიციალურად დაკარგა ჩემპიონშიპში დარჩენის ადგილი, რადგან გადამრჩენელ 21-ე ადგილს ის 10 ქულით არის მოშორებული.

ახალ სეზონს დერბი რანგით მესამე დივიზიონში დაიწყებს, რაც უკანასკნელად ამ გუნდის თავს 1986 წელს გადახდა, იტყობინება Sky Sports.

უნდა აღინიშნოს, რომ რუნის გუნდის გავარდნას დიდწილად ხელი იმან შეუწყო, რომ სეზონის სტარტზე, ფინანსური პრობლემების გამო, „დერბის“ 21 ქულა დააკლეს და გუნდმა გადარჩენა ვეღარ მოახერხა.