VIDEO: ფინიტა ლა კომედია - ბარსელონა შინ კადისთან სენსაციურად დამარცხდა, რეალი ლა ლიგის ჩემპიონია?!
ლა ლიგის 32-ე ტურში „ბარსელონა“ სენსაციურად შინ „კადისთან“ დამარცხდა.
შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე ლუკას პერესმა გაიტანა და თავის გუნდს სენსაციური გამარჯვება მოუტანა.
„ბარსელონამ“ კი ევროპა ლიგის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, თუმცა ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და პოტენციურად, სხვაობა 12 ქულას შეადგენს, რაც ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ძალიან დიდი ჩამორჩენაა.