ავტორიზაცია

ბუსკეტსი: "წინ შვიდი ფინალი გვაქვს და ყველა უნდა მოვიგოთ"

ბუსკეტსი: "წინ შვიდი ფინალი გვაქვს და ყველა უნდა მოვიგოთ"
თარიღი 19 აპრ 2022, 12:08

„ბარსელონას" კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა, „კადისთან" წაგება შეაფასა.

„თამაში კარგად ვერ დავიწყეთ, გადამწყვეტი პასი და მიზანდასახულობა დაგვაკლდა. მეორე ტაიმში მოვუმატეთ, თუმცა მეტოქემ ჩვენს წინააღმდეგ პერსონალური თამაში არჩია. გოლის გაშვების შემდეგ კი, ჩვენ მატჩში დაბრუნება ვეღარ შევძელით.

წინ შვიდი ფინალი გვაქვს და უნდა ვცადოთ, თითოეული მათგანი მოვიგოთ, დაწყებული „სოსიედადთან" ურთულესი გასვლით. 

უნდა მოგვემატებინა, ცოტა იღბალიც არ გვაწყენდა. დროა საქმის ხელი მოვკიდოთ, ვიდეოებს გადავხედოთ და ძალები არ დავზოგოთ." - აღნიშნა ბუსკეტსმა.