ავტორიზაცია

VIDEO: ინტერმა თასის საპასუხო ნახევარფინალში მილანი უშანსოდ გაანადგურა

თარიღი 20 აპრ 2022, 01:12

იტალიის თასის საპასუხო ნახევარფინალში „ინტერმა“ „მილანი“ გაანადგურა.

შეხვედრა „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და „ნერაძურის“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა, პირველი მატჩი კი ფრედ 0:0 იყო დამთავრებული.

„ინტერის“ რიგებში დუბლით თავი ლაუტარო მარტინესმა გამოიჩინა (4’, 40’), კიდევ ერთი გოლი კი გერმანელმა რობინ გოზენსმა გაიტანა (82’).

შედეგად, „ინტერი“ ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ხვალ, „იუვენტუსი“ – „ფიორენტინას“ მატჩში გაირკევევა, პირველი შეხვედრა „იუვემ“ სტუმრად 1:0 მოიგო.