ავტორიზაცია

ბრუნო ლივერპულთან მატჩის შემდეგ: "ბოდიში გულშემატკივრებთან ამ ყველაფრის გამო"

ბრუნო ლივერპულთან მატჩის შემდეგ: "ბოდიში გულშემატკივრებთან ამ ყველაფრის გამო"
თარიღი 20 აპრ 2022, 11:17

ბრუნო ფერნანდეში "ლივერპულთან" 0-4 მარცხს გამოეხმაურა: "ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. გულშემატკივრები არ იმსახურებენ ჩვენი თამაშის დონეს. ისინი უფრო მეტს იმსახურებენ".

"რჩებიან ტრიბუნებზე და ტაშს გვიკრავენ...მეტს იმსახურებს. ჩვენი დონე უნდა ავიმაღლოთ, მაგრამ ამჟამად ეს არ გამოდის. ვფიქრობ, რომ ყველა მოთამაშე დარბის, ყველა ცდილობს".

"არა მგონია ვინმემ 100 პროცენტი არ გასცეს. "ლივერპული" ტიტულისთვის იბრძვის, ჩვენ კი არაფრისთვის არ ვიბრძვით. ეს არის განსხვავება. ჩვენ უნდა შევხედოთ საკუთარ თავს".

"გავიგოთ, რა ხდება არასწორი. ვერავინ დათმობს და იფიქრებს, რომ ეს დასრულებულია. ჩვენ რაღაც გვაქვს გამოსასწორებელი", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა.