ავტორიზაცია

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: ერიკ ტენ ჰაგი მანჩესტერ იუნაიტედის ახალი მთავარი მწვრთნელია
თარიღი 21 აპრ 2022, 14:50

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალი მთავარი მწვრთნელი დაადასტურა.

მანკუნიანელების ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდს ახალი სეზონიდან „აიაქსის" დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის.

ნიდერლანდელმა გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

„აიაქსი" ტენ ჰაგმა 2017/18 წლების სეზონის შუაში ჩაიბარა, იქამდე კი „უტრეხტში", „ბაიერნის" მეორე გუნდში და „იგლზში" მუშაობდა მწვრთნელის თანამდებობაზე.

ამსტერდამულ გუნდში ყოფნისას ტენ ჰაგმა ორჯერ მოიგო ერედივიზია, ორჯერ - ქვეყნის თასი და ერთხელ - სუპერთასი. 

ამ სეზონში 29 ტურის შემდეგ მისი „აიაქსი" პირველ ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე უახლოეს მდევარ „პსვ-ს" 4 ქულით უსწრებს.