გარეტ ბეილს უეინ რუნის ყოფილი გუნდი სერიოზულ ხელფასზე ეპატიჟება
გარეტ ბეილმა ამ სეზონის შემდეგ კარიერა შესაძლოა სხვა კონტინენტზე გააგრძელოს.
The Washington Post-ის ჟურნალისტი სტივენ გოფი იტყობინება, რომ მადრიდის „რეალის“ უელსელ შემტევს კონტრაქტი მლს-ის გუნდმა, „დისი იუნაიტედმა“ შესთავაზა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა წარმატებით დასრულებისგან ჯერ ძალიან შორსაა.
„დისი იუნაიტედი“ მზადაა ბეილს იმაზე მეტი გადაუხადოს, ვიდრე უეინ რუნის უხდიდა, რომელიც მათთან 2018 წელს „ევერტონიდან“ გადავიდა და ამ გუნდში ორი სეზონი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ბეილი „რეალს“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.