ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს და მორიგი კანდიდატი შეარჩია

მანჩესტერ იუნაიტედი ზაფხულში ცენტრალური მცველის ყიდვას აპირებს და მორიგი კანდიდატი შეარჩია
თარიღი 22 აპრ 2022, 12:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა "ვილიარეალის" ცენტრალურ მცველი პაუ ტორესისადმი იჩენს ინტერესს.

მანიკუნიანელებს ზაფხულში ახალი ცენტრბეკის შეძენა სურთ და "ყვითელი წყალქვეშა ნავის" ფეხბურთელი ერთ-ერთი კანდიდატია, წერს Manchester Evening News.

აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედი" 25 წლის ესპანელის ტრანსფერის შესაძლებლობას გასულ ზაფხულსაც განიხილავდა - მაშინ იგი რაფაელ ვარანის შემდეგ მეორე ვარიანტად მიიჩნეოდა.

თავის მხრივ, ტორესი მზად არის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ წინადადებები განიხილოს. მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს.

2021/22 წლების სეზონში პაუმ ყველა ტურნირზე ერთად "ვილიარეალის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.