ავტორიზაცია

"ბეტისის შემტევი პოტენციალის გათვალისწინებით, ვალენსიას ბედი მამარდაშვილის ხელში იქნება", - ესპანური პრესა

"ბეტისის შემტევი პოტენციალის გათვალისწინებით, ვალენსიას ბედი მამარდაშვილის ხელში იქნება", - ესპანური პრესა
თარიღი 22 აპრ 2022, 22:05

Sport-მა გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა: "ვალენსიაში" უკანა კარიდან მოსვლის შემდეგ, მამარდაშვილი კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრისთვის, რომელიც კვირას გაიმართება, გუნდის მოულოდნელი იმედი გახდა".

"რეალ ბეტისის" შემტევ პოტენციალს თუ გავითვალისწინებთ, "ღამურების" საჩემპიონო შანსების დიდი ნაწილი სწორედ მის ხელში იქნება და რაც არ უნდა მოხდეს, ის გუნდის მომავლის მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ".

"ბილბაოს" წინააღმდეგ შესრულებულმა ბრწყინვალე სეივებმა და ლა ლიგაში ნაჩვენებმა დამაჯერებელმა თამაშმა ბორდალასზე გავლენა მოახდინა და გადაწყვეტილება მიაღებინა".

"რის გამოც "ვილიარეალთან" შეხვედრაში გიორგი განაცხადშიც არ ყოფილა, რათა ტრავმა არ მიეღო, ახლა კი "მურსელაგოსი" სწორედ მის ხელშია", - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალი "ლოს ჩესსა" და სევილიელებს შორის 23 აპრილს გაიმართება. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მესტალიელთა" კარში სწორედ ქართველი იდგება.