ავტორიზაცია

გვარდიოლამ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნა შეაფასა

გვარდიოლამ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნა შეაფასა
თარიღი 23 აპრ 2022, 19:05

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებლად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, მაშინ, როცა ესპანელი სპეციალისტი "ბაიერნის" თავკაცი იყო, ჰოლანდიელი მიუნხენელთა აკადემიაში მუშაობდა.

"შეხედეთ მის მიერ გაწეულ სამუშაოს "აიაქსში", ამის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ერიკის შესაძლებლობები".

"ვულოცავ და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ტოპ დონის მწვრთნელია".

"მისი გუნდებისთვის თვალყურის მიდევნება სიამოვნებას გგვრის - "აიაქსი" ამის მაგალითია", - ციტირებს "სიტის" თავკაცის სიტყვებს Manchester Evening News-ი.

"სასიამოვნოდ აღფრთოვანებული ვარ", - დე ხეა მანჩესტერის მწვრთნელად ტენ ჰაგის დანიშვნას ეხმაურება