ავტორიზაცია

სიაში ორი მაღალი დონის ფორვარდია — არსენალს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს

სიაში ორი მაღალი დონის ფორვარდია — არსენალს თავდასხმის ხაზის გაძლიერება სურს
თარიღი 23 აპრ 2022, 19:17

ლონდონის "არსენალი" "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელისადმი იჩენს ინტერესს, იტყობინება ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი.

ლონდონური კლუბი შეტევის ხაზის გაძლიერებას გაბრიელ ჟეზუსით გეგმავს. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ბრაზილიელს "ქალაქელთა" რიგებში მუშაობიდან იცნობს.

გავრცელებული ინფორმაციით, "არსენალის" ტექნიკური დირექტორი, ედუ ბოლო რამდენიმე თვეა ჟეზუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"მეთოფეთათვის" შეტევის ხაზის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი "ევერტონის" 25 წლის ფორვარდი, დომინიკ კალვერტ-ლიუინია, რომელმაც პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 13 მატჩი ჩაატარა 3 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება ჟეზუსს, 23 წლის სამხრეთამერიკელმა ინგლისის ჩემპიონატში 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქის კარი 3-ჯერ აიღო და 7 ასისტი მიითვალა.